ჩემი სიმბოლო |
გაცნობის კარგი საშუალება :
ნინო მასწავლებელი ჩვენც შევაფასეთ |
ნაბიჯი 2. დავარქვით სიმბოლოს სახელი და ჩამოვწერთ ამ სიმბოლოს თვისებები;
ნაბიჯი 3. მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა წყვილებში, ამიტომ ჩემი ადავლების დასრულების შემდეგ ვაჩვენე მეწყვილეს ჩემი სიმბოლო და ვთხოვე თავადაც იგივე პროცესი გაეკეთებინა ჩემ სიმბოლოზე და მერე შევადარეთ ემთხვეოდა თუ არა თვისებები ერთმანეთს ;
ნაბიჯი 4 .გავაკეთეთ პრეზენტაციას და გამოვყოფთ ჩვენ დადებით და უარყოფით თვისებებს;რადგან ადამიანი მხოლოდ დადებითი ტვისებებით არ არსებობს;
ნაბიჯი. 5.შევადგინეთ დიაგრამა - სფეროს ერთი ნაწილი მე შევავსე ჩემი ადდებითი და უარყოფითი თვისებებიტ, მეორე ნახევარი ჩემმა მეწყვილემ შეავსო, მასწავლებლემაც გვთხოვა მთელ კლასს დავხმარებოდით დიაგრამას შევსებაში ;
ნაბიჯი . 6 დისკუსია , ანუ რამდენად შესაძლებელია გავხდეთ უკეთესები , ანუ უფრო მეტი იყოს ჩვენში დადებითი და ნაკლები უარყოფითი თვისებები ;
”სუპერკიბორჩხალა ” ხვიჩა |
ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ ეს აქტივობა და ბევრი საინტერესო რამე გავიგეთ, ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ კლასში ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით რა უარყოფით თვისებებს ვხედავდით საკუთარ თავშიი, მსგავსი აქტივობა , მერწმუნეთ, გვეხმარება ჩვენი ინდივიდუალობის შემეცნებაში,ჩვენ ყველა ვცდილობთ მეტ-ნაკლებად მოვაწონოთ ერთმანეთს ჩვენი პერსონა , თუმცა აქვე დავამატებ , რომ აქამდე არასოდეს მქონია ზუსტი ახსნა ამ სიტყვისა , არადა ზუსტად ეს გამოვხატე მე ჩემ სიმბოლოდ, დიახ , პერსონა ნიშნავს ნიღაბს, ბერძნულად, ხოლო უკვე ძველ რომში ამ სიტყვამ შეიცვალა მნიშვნელობა და ნიშნავდა ”პირს კანონის წინაშე”, მონა არ იყო
პერსონა, მას არ თვლიდნენ პიროვნებად. ჩვენ არასოდეს ვიქნებით მონები და უფრო მეტიც , ჩვენ ვეცდებით ვიყოთ კარგი პიროვნებები, ჩვენი ხასიათით ად ურთიერთდამოკიდებულებით . გამოიყენეთ ეს აქტივობა, მერწმუნეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩებით .
მე-9 კლასი. ნანუკა ქურდაძე
მზე სოფო ... |
”რადიოაქტივი” ლუკა . |
Комментариев нет:
Отправить комментарий