пятница, 28 ноября 2014 г.

 გამარჯობათ . ჩვენ ვართ მეცხრეკლასელები . მართალია ამ ბლოგზე მხოლოდ სამმა ვიმუშავეთ ,  (ნანუკა ქურდაძე , სერგო ხუდოიანი, ლაშა გოგუაძე )მაგრამ ინფორმაცია , რომელსაც ჩვენ ბლოგზე გაეცნობით , მოიცავს მთელის კლასის მიერ დაგეგმილს საინტერესო სამუშაო პროცესს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, ასევე ჩვენ აქტივობას სასკოლო ცხოვრებაში და სკოლის გარეთაც. ბლოგის მუშაობის პროცესში დაგვეხმარა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო აბულაძეც..  ჩვენ ვფიქრობთ საინტერესო სასკოლო ცხოვრება გვაქვს, კარგი იქნება , თუ ყველა მასალას გაეცნობით და დაგვიტოვებთ კომენტარებს , ჩვენ გვაინტერესებს თქვენი შეფასება, რათა უკეთესი გახდეს ჩვენი თვითშეფასება . ამ
გვერდზე უბრალოდ პატარა კვლევასაც შემოგთავაზებთ , რომელიც დაადასტურებს ჩვენი ბლოგის სათაურის რეალობას . მრავალფეროვანია ჩვენი კლასი . მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვახერხებთ ერთმანეთთან ურთიერთობას .. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვუთხრათ ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია .


ჩვენი მიზანი

  • შევძლოთ გიჩვენოთ როგორ ვითარდება დემოკრატიული ფასეულობები და ღირებულებები ჩვენი სწავლების პროცესში
  • ვინ ვართ ჩვენ და რა აქტივობებს ვანხორციელებთ როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ, იმისათვის რომ მოხდეს ჩვენი ცნობიერების ამაღლება;
  • ყოველთვის დავიცვათ პრინციპი ”ყველა განსხვავებული ყველა თაბასწორია” და რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება მოსწავლეობის პროცესში;
  • გაგიზიაროთ ის გამოცდილება , რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს და დავიტოვოთ იმედი, რომ უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებთ სწავლების პროცესში ;
  • თემში არსებული პრობლემების დანახვა და პრობლემის გადჭრისათვის მოძიებული გზები;
  • არასოდეს არ გახდეს ჩვენი გაკვეტილები მოსაწყენი და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია , რომელიც წერია თეორიულად, განვახორციელოთ პრაქტიკაში, რათა ჩვენი ცოდნა გამოვიყენოთ ყოველდრიურ ცხოვრებაში;
  • მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები და შევძლოთ თანამშრმლობა ყველა იმ ადამიანთან , ვინც დაინტერესებულია იმით, რომ აქტიურად ჩაერთოს დღევანდელ (ცოტა დაძაბულ) ცხოვრებაში , ასევე შევძლოთ იმ ადამიანების გააქტიურება , ვინც პასიურია ;
  • გავერთიანდეთ ერთად სამოქალაქო განათლების კლუბში და ვითანამშრომლოთ სხვა სკოლის კლუბებთან, ასევე თემთან და საინტერესო ადამიანებთან ;

ჩვენი სკოლის მე-6 კლასელების ნახატი
კონკურსიდან -საუკეთესო ნახატი ”ყველა განსხვავებული ყველა თანასწორია” 






Комментариев нет:

Отправить комментарий