ჩვენი არჩევანი

 
მრავალფეროვნება -ცხოვრების წესის , მოსაზრებების და ინტერესების მრავალფეროვნებას; სერგომ უკვე მოგიყვატ ჩვენი საინტერესო მუშაობის შესახებ პლურალიზმზე . ზოგადად მასწავლებელს ძალიან უყვარს ხოლმე ყველას რომ მოგვისმინოს, ამიტომ არ გამკვირვებია კითხვარი რომ მოგვიმზადა , მივხვდით , რომ აინტერესებდა რამდენად ყურადღებით ვიყავით ჩართული წინა გაკვეთილზე , თან სურდა შეგვეფასებინა მისი მუშაობაც. ისე მომხიბლავი წინადადება იყო- ჩვენ უნდა შეგვეფასებინა მასწავლებელი, ანუ როლები გავცვალეთ, ზოგადად ცვენი საუბარი ასევე ეხებოდა ევროპულ საზოგადოებას, ჩვენ პარალელურად პროექტს ვანხორციელებთ ევროკავშირის შესახებ და აღმოჩნდა რომ კითხვარშიც იყო კითხვები ევროპასთან დაკავშირებით , იმისატვის რომ დაგვეფიქსირებინა ის მოსაზრება თამამდ რაც ჩვენ გვინდოდა, მასწ-მა შემოგვთავაზა სახელი და გვარი არ დაგვეწერა ფურცლებზე, ანუ დავრჩენილიყავით ”ანონიმურ ”  შემფასებლებად. მოკლედ გაგაცნობთ რა შეკითხვებს მოიცავდა ჩვენი დავალება 

  • რამდენად ვიცნობთ სხვადასხვა ეთნოსების კულტურებს და როგორი ურთიერთობა გვაქვს სხვა ეროვნების, რელიგიის და სტატუსის ადამიანებთან ;
  • რომელ ქვეყნებთან ვისურვებდით მჭიდრო კონტაქტს და რატომ ?
  • რომელ ქვეყნებში ვისურვებდით განათლების მიღებას?
  • როგორ შეიძლება განვახორციელოთ ჩვენი სურვილები ;
  • მასწავლებლის შეფასება ;
 სამუშაო პროცესი საინტერესო იყო , რაც მთავარია ვიცოდით, რომ კითხვარების შემდეგ ჩვენ უშუალოდ კვლევაც უნდა ჩაგვეტარებინა, ანუ შეგვეჯამებინა როგორც ჩვენი სურვილები, ასევე სამუშაო პროცესი, ასევე შეგვეფასებინა მასწავლებლის მუშაობა .

კითხვარების შევსების შემდეგ გამოიკვეთა
  • მოსწავლეები თანაარსებობენ სხვადასხვა ეთნოსის ადამიანებთან ერთად, საკუთარი კლასის მაგალითზე დავასაბუთეთ რომ სხვადასხვა ეროვნების და სოციალური სტატუსის ადამიანებს შეუძლიათ გამონახონ საერთო ენა და პრობლემების გარეშე იცხოვრონ ერთ სახელმწიფოში;
  • ჩვენ  უარყოფითად ვაფასებენ იმ მოვლენებს , რომელიც ერებს შორის აღვივებს კონფლიქტს
  • უმრავლესობამ დიდი ინტერესი გამვხატეთ ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობაზე
  • ობიექტურად შევძელით შეგვეფასებინა მასწავლებლის სამუშაო პროცესი 

როგორც გავიგეთ მერე , ნინო მასწავლებელს გაუკეთებია თვითშეფასების დიაგრამა, მე ვთხოვე და მაჩვენა , ახლა თქვენც გაგიზიარებთ 


                          

ნანუკა ქურდაძე -მე-9 კლასის მოსწავლე

Комментариев нет:

Отправить комментарий