ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში

                             

        
გამარჯობათ . მე გახლავართ  სერგო , მე-9 კლასის მოსწავლე . ჩვენ შევეცდებით მოკლედ გაგაცნოთ ჩვენი აქტივობები, ფიქრები, ჩანახატები და მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შევძლოთ დემოკრატიულ სახელმწიფოში დემოკრატიულ ღირებულებეთან ”თანაცხოვრება” . დღეს ყველა ამბობს,. დემოკრატიაა და აზრის გამოხატვის თავისუფლებააო, თუმცა ჩვენი დაკვირვების  შედეგად დავადგინეთ, რომ  ბევრი იყენებს ამ უფლებას, მაგრამ ამასთან ერთად ზოგჯერ ავიწყდებათ  საკუთარი მოვალეობები და სხვისი უფლებები . ყოველდღიური ურთიერთობა ჩემ თანაკლასელებთან და ასევე სამოქალაქო განათლებაზე დაგეგმილი  საინტერესო გაკვეთილები , მე მაძლევს საშუალებას უკეთ გავიაზრო რისი უფლება მაქვს და რა მოვალეობები მეკისრება .

           დემოკრატიული საზოგადოება და ჩვენ

ძალიან ხშირად გვესმის სიტყვა დემოკრატია , მისი განმარტების სწავლება ჯერ კიდევ დაწყებით საფეხურზე სწავლებისას დავიწყეთ, საბაზო საფეხურზე-
უფრო მეტი გავიგეთ, რადგან ძველი საბერძნეთი შევისწავლეთ და მაშინ დაგვამახსოვრდა განმარტებაც ” დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს” , წელს დავიწყეთ სამოქალაქო განათლების შესწავლა და უფრო გავიგე , ახლა უფრო მეტად შემიძლია ვისაუბრო დემოკრატიზე, კერძოსდ დემოკრატია  ეს არის მმართველობა, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თავად მიიღონ მონაწილეობა იმ ქვეყნის მოწყობაში , რომელშიც ცხოვრებენ, დაიცვან სხვისი უფლებები და რა თქმა უნდა საკუთარი უფლებებიც, ყველა იყოს თანასწორი და გადაწყვეტილება მიიღონ ერთობლივად, ასევე ის მოსაზრება იმარჯვებს , რომელსაც უმრავლესობა უჭერს მხარს . ვერ ვიტყვი რომ უნიკალურია ეს ფორმა, რადგან ერთ-ერთი დისკუსიის დროს ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც , რომ  დემოკრატიის დროს უმრავლესობის აზრი იმარჯვეს, მაგრამ შეიძლება ეს აზრი არ იყოს მთლად მართებული;  ამას მე პირადად დემოკრატიის ნაკლოვან მხარედ მივიჩნევ , მაგრამ როგორ ჩერჩილი ამბობდა , ჯერ უკეთესი მაართველობა არ გამოუგონებიათ, თან  ტოტალიტარიზმთან შედარებასაც ვერ გავაკეთებ,  თან მახსენდება ჩერჩილის ციტატაც  ”დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს”-ხოდა ჩვენც ვირჩევთ დემოკრატიას.
  როგორ უნდა განვითარდეს დემოკრატია?! ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ღირებულებები და ფასეულობები -თავისუფლება, თანასწორობა, ტოლერანტობა,
მე და ჩემი კლასი პლურალიზმის განხილვისას

სასკოლო ცხოვრებაში  მოსწავლეების მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში, სამართლიანობა, პატრიოტიზმი , კანონმორჩილება და ზოგადად ვიცოდეტ რა არის პლურალიზმი . ეს ბოლოს სიტყვა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა , ალბათ ძალიან მომეწონა და ამიტომ..  


   ახალი ცნებები და ჩვენ...
  გაკვეთილი დავიწყეთ პრეზენტაციის გარჩევით , რომლიც ერთობ საინტერესო მომეჩვენა . თავიდანვე ამ ტერმინით დავინტერესედი , ჩვენ გავიგეთ ახალი ტერმინი შევეცადეთ მიგვესადაგებინა კონკრეტულ პრობლემებთან;

                    

პლურალიზმი ნოშნავს, როდესაც არსებობს მოსაზრებებეის მრავალფეროვნება და ყვეკლა აღიარებს ამას, როდესაც ჩვენ ყველას გვაქვს სხვადასხვა ინტერესი, მსოფლმხედველობა, შეხედულება, მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია
თანაარსებობა, ანუ ერთად ცხოვრება ისე, რომ არ იყო ჩვენს შორის კონფლიქტი; საზოგადოებაში არსებობენ სხვადასვა რელიგიის, ეროვნების , სოციალური სტატუსის მატარებელი ადამიანები ,  ჩვენი კლასისც არ არის გამონაკლისი , უბრალო მაგალითვისთვის გაჩვენებთ ჩვენი კლასის ეროვნული შემადგენლობის დიაგრამას

              

მე თავად ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ვარ,  ნამდვილად არ მოგატყუებთ და პირდაპირ გეტყვით სიმართლეს, მე თანსწორი ვარ ჩემ კლასელებთან, მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მე ვარ ქურთი და მე მსურს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება, ამ აზრს მარტო მე არ ვაფიქსირებ, ასე ფიქრობენ ჩემი კლასელბიც , მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ჩვენ გვესმის , რომ არსებობენ ადამიანები, ვინც სხვა ეროვნების ადამიანებს შეურაცხყოფას
ჩვენ ხელის აწევით ვადასტურებთ სხვადასხვა
ეროვნების , რელიგიის, სოციალური
სტატუსის მქონე ადამიანების თანაარსებობის
აუცილებლობას 
აყენებენ, ჩვენ ვფიქრობთ, მათ რომ წარმოიდგინონ თავისნაირი შეხედულების ადამიანები როგორ მოექცევიან სხვა ქვეყანაში, უფრო მეტად დაფიქრდებოდნენ იმაზე, რომ ყველა ერი მდიდარია ტავისი ისტორიით, წარსულით, ყველა ეროვნების ადამიანებს გააჩნიატ საკუთარი ინტერესები და ასევე წვლილი შეაქვთ იმ სახელმწიფოს აღმშენებლობაში , სადაც ცხოვრობენ .ჩვენ ვაპირებთ ვიცხოვროთ და შევქმნათ უკეთესი მომავალი . რა თქმა უნდა ამაში პირველ რიგში დაგვეხმარება ჩვენი ცნობიერების ამაღლება, უფრო მეტი სწავლა (რაოდენ არ უნდა გვეზარებოდეს) და კარგი დამოკიდებულება არა მხოლოდ კლასელებთან , არამედ იმ გარემოში და იმ ქვეყანაში , სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.


მე-9 კლასის მოსწავლე სერგო ხუდოიანი 

Комментариев нет:

Отправить комментарий