ჩვენი შეფასება

Conference “Together for Inclusion and Education

”ბედნიერი ხართ თქვენ რომ გყავთ თქვენი მოსწავლეები და ბედნიერები არიან ისინი, რომ თქვენ ყავხართ...” ეს სიტყვები დააბარეს ნინო მასწავლებელს ჩვენთან ჩრდილოეთ კავკასიის დელეგაცისი წარმომადგენლებმა, საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენი მასწავლებელი მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო კონფერენციაზე და სწორედ ჩვენი კლასის შესახებ გადაწყვიტა მოეთხროს ავსტრიიდან, რუსეთიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან და სომხეთიდან ჩამოსული ადამიანებისათვის, რომლებიც უშუალოდ განათლებაში მუშაობენ (არ დამიზუსტებია) დიახ,  . ჩვენ შესახებ დღეს იციან ავტრიის, სომხეთის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის , რუსეთის სკოლის წარმომადგენლებმა. სასიხარულო ფაქტია -ჩვენი საინტერესო გაკვეთილების შესახებ  სხვებმაც გაიგეს, ვიცით, რომ საქართველოში ბევრ სკოლაში მუშაობენ თანამედროვე სტანდარტებით, ჩვენც ვმუშაობთ და იმედი გვაქვს , რომ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ , ჩვენ ძალიან
გვაინტერესებს თქვენი შეფასებაც, ამიტომ მოგვწერეთ და გვითხარით- რა აზრის ხართ ჩვენზე?!
ჩვენც გვაქვს პრობლემები, ჩვენც გვიზარმაცია, ჩვენც გვიფიქრია- მოკლედ ჩვენ ჩვეულებრიბი მოსწავლეები ვართ... რომელსაც გვყავს კარგი მასწავლებლები და ამიტომ ვცდილობთ ჩვენც უკეთესები გავხდეთ, რამდენად გამოგვივა ამას დრო გვიჩვენებს, მაგრა სიმართლე გითხრათ, ამ შეფასებამ ჩვენ ძალიან გაგვახარა.. საქართველოს მასწავლებლებიდან ნინო მასწი იყო და ისიც ჩვენი კლასის შესახებ ყვებოდა, განა ამაზე არა გვაქვს მოსათხრობი?!
  აქვე დაგიტოვებთ ნინო მასწის პრეზენტაციას , რომლის პრეზენტირების დროსაც ჩვენ მასწავლებელს ცოტა უნერვიულია კიდეც, რატომ? ეს ჩვენი კლასის საიდუმლოდ დარჩეს, თუმცა გეტყვით, რომ ის ემოცია , რომელიც ამ აქტივობების დროს ჩვენ კლასში ვრცელდება გადამდებია და ეს დადებითი ემოცია არ მოგშლოდეს, პირიქით, გახდეს უფრო მრავალფეროვანი, აი, ამას ვინატრებდი ამ წუთას, როცა აქ ვწერ და ვცდილობ მაქსიმალურად სამართლიანად დაგანახოთ ჩვენი კლასის საინტერესო გაკვეთილები

ბლოგის ავტორი -  ლუკა



Комментариев нет:

Отправить комментарий