მრგვალი მაგიდა


ეს გაკვეთილი მართლა მაგარი იყო.. ”ვითამაშეთ”  , ანუ , როგორც ნინო ”მასწ-მა” აგვიხსნა -მივმართეთ სიმულაციას ....თუმცა ძალიან დასაფიქრებელი აქტივობა  იყო ..
გადავწყვიტეთ, გაკვეთილზე დაგვეცვა თანასწორობის პრინციპი , შევაერთეთ მერხები , ”შევქმენით”მრგვალი მაგიდა  და ყველა ერთად დავსხედით,  მრგვალი მაგიდის გარშემო ყველა ერთმანეთის პირიპირ ვისხედით  . თავდაპირველად საუბარი შეეხო იმ გარემოს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ , ანუ აქტუალურ პრობლემას; პრობლემებს ჩვენ თანატოლებში ; დამეთანხმებით , რომ თავიდან საუბარი ამ თემაზე შეიძლება ყველას გაუჭირდეს, ამიტომ გასაკვირი არ არის , რომ მასწავლებელმა უცბად დაიწყო ”ნატვრისთვალზე” საუბარი.. მან შემოგვთავაზა შემდეგი - ყველას შეგვერჩია სამი სურვილი , წარმოგვედგინა რომ ჰქონდა მას ეს საოცარი სურვილების ამსრულებელი , რომელი შეზლებდა ჩვენი ჩანაფიქრების
ასრულებას, თეთრ ფურცლებზე ჩამოვწერეთ ჩვენი სურვილები, ნინო მასწს გადავხედე და გამეცინა- პირველი ლეპტოპი დაწერა , მერე ცრემლზე წერდა.. აღარ მეცალა საყურებლად მეც მოვიმარჯვე საწერკალამი . იმ წუთში მართლა გულით მინდოდა ეს სურვილები ამსრულებოდა . ცოტა ხანში ყველა მზად ვიყავით, თუმცა არ ”მიიღო” ნატვრისთვალმა ჩვენი სურვილები და გვთხოვა სამიდან ერთი ამოგვერჩია, დავიწყეთ ფიქრი .. როცა მოვრჩით შერჩევას, სიმართლე გითხრათ არ მეგონა თუ უმეტესობა  სოციალურ პრობლემებზე შევჩერდებოდით , იყო სურვილები მხოლოდ ერთის გამოკლებით ყველა საზოგადო , საქართველოს გაძლიერებაზე, ჯანმრთელობაზე, ის რომ არ იყოს ღარიბი ადამიანი, არ იყოს არასოდეს ომი ... როცა სურვილები დავდეთ მაგიდაზე არმოჩნდა, რომ იმ წუთში ყველას ერთი იდეა გვაერთიანებდა- ვიცხოვროთ ძლიერ , დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც არ იქნება გაჭირვება, ადამიანები იქნებიან ჯანმრთელები და ავადმყოფობის შემთხვევაში შეზლოს მკურნალობა , გვქონდეს მხოლოდ ერთი საფიქრალი - მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, რაც გაამრავალფეროვნებს ჩვენ ცხოვრებას, მაგ.ვიმოგზაუროთ,  ვნახოთ ბევრი და საინტერესო ადგილი, შევიძინოთ ჩვენთვის აუცილებელი ნივთები...

ჩვენი საუბარი პრობლემებზე გადაიზარდა გლობალურ პრობლემებზე და თანაგრძნობაზე, სწორედ აქ , მრგვალი მაგიდის გარშემო მოვილაპარაკეთ, ტუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც დავხმარებოდით სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს, გვეთქვა მათთვის, რომ ისინი ჩვენი უცნობი-ნაცნობი მეგობრები არიან , დავგეგმეთ და ვიცი, რომ განვახორციელებთ .. აქვე , ამ მრგვალ მაგიდასთან გადავწყვიტეთ გვეთხოვა ეკა მასწავლებლისთვის (ჩვენი დამრიგებელია) და გავსულიყავით ქალაქგარეთ ,არჩევანი დემოკრატიულად გაგვეკეთებინა- უმრავლესობის გადაწყვეტილებით მშვენიერი მარშრუტიც შევარჩიეთ ...
  მესმის , ეს ერთი  (არა)ჩვეულებრივი გაკვეთილი, ბევრს გიმსჯელიათ ჩვენ მსგავსად , უბრალოდ მინდა შემეხსენებინა, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო უფრო სხვანაირად ვიგრძენი თავი, მე ერთ-ერთი ვიყავი ჩემ კლასში და ჩვენ ყველა ერთ საერთო პრობლემაზე ვსაუბრობდით .
  ლუკა გოგუაძე . მე-9 კლასი .




                         ჩვენი სურვილებია 














Комментариев нет:

Отправить комментарий