თანადგომა

 20 დეკემბერი სოლიდარობის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, 2005 წლის 22 დეკემბერის, დადგენილებით აღინიშნება. ამ დღისთვის სამზადისი ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს , დაგეგმილი გვაქვს აუცილებლად ვეწვიოთ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და მივულოცოთ წიინასწარ შობა -ახალი წელი , დღეს არ უკვირს არავის ვინმეს დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ვხედავთ ზერელე დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. უბრალოდ გეტყვით სად მოვილაპარაკეთ ამ აქციის შესახებ და როდის გაგვიჩნდა ეს იდეა
 
  ვის არ უყვარს ექსკურსია?! მე პირადად ასეთ მოსწავლეს არ ვიცნობ, ყოველთვის გვიხარია, როცა ერტად ჩვენს მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილისაკენ მივემართებით. ექსკურსია ყოველთვის ორ ნაწილს მოიცავს-1. შემეცნება და მუშაობა 2.პიკნიკი . ამჯერად ჩვენ ბოლო გასვლაზე მოგიყვებით, რადგან სწორედ აწყურში გადავწყვიტეთ და დავგეგმეტ ის აქტივობა რაზეც ზევით მოგახსენეთ. დამეთანხმებით , რომ აქცია ულამაზესია , თუმცა ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ ის, რომ სადაც მივდივართ იქ არსებული წესები კარგად უნდა ვიცოდეთ, ტაძარზე მოგახსენებთ, გოგოებს , ვისაც შარვალი გვეცვა  შიგნით ვერ შევედით ,  გული დაგვწყდა ძალიან.. ტაძრის ეზოში ჯერ გარეთ გავიხსენეთ მე-12-მე-13 საუკუნეების საქართველო და მერე შიგნით ისაუბრეს ხატწერაზე (ნინო მასწავლებელი შეეცადე ჩვენთვის ეს დანაკლისი შეევსო და ამიტომ ფრესკებზე შემდეგ კლასშიც ვისაუბრეთ, სურათების საშუალებით) ისტორიას მოყვა მათემატიკა - დაიწყო აქტიური სამუშაო პროცესი, მაკეტი უნდა შეგვედგინა, აზომვებიც დავიწყეთ, მოკლედ , თავი რომ არ შეგაწყინოთ, საინტერესო დღე იყო.. ხესთან ნახატებს ვაკეთებდით და უცბად
მომესმა ჩემი კლასელი ბიჭების ხმა -მოდი ბერებს მივეხმაროთ , გავხედე დაჭრილ შეშას და ვიფიქრე- ამას როდის ჩაზიდავენ  შესანახად სარდაფში მეთქი.. მაგრამ სულაც არ დაჭირდათ ბევრი დრო, ჩვენ გავაკეთეთ ჩვეულებრივი საქმე- დავეხმარეთ ადამიანებს , მაგრამ შეგრძნება დაგვრჩა არაჩვეულებრივი.. კარგია , როცა ვიღაცას ეხმარები.. სწორედ მაშინ , როცა ულამაზესი შემოდგომის დღეს აწყურიდან ფეხით ვეშვებოდიტ, ცოტა დაღლილები და ბედნიერები გადავწყვიტეთ დავხმარებოდით იმ ბავშვებს , ვისაც ჩვენზე მეტად ტკივა და უჭირს .






    ”სოლიდარობა ეს არის მრწამსისა და მოქმედების ერთობა, სოციალური ჯგუფის წევრთა ურთიერთდახმარება და თანადგომა, რაც დაფუძნებულია ინტერესთა ერთობაზე და საერთო ჯგუფური მიზნების ერთობლივად მიღწევაზე;
   ამ თარიღის აღნიშვნა შემდეგ მიზნებს ემსახურება: აღიარება ადამიანთა შორის არსებული განსხვავებულობების-მრავალფეროვნების; შეხსენება მთავრობებისათვის ნაკისრი ვალდებულებების, რომლებიც აიღეს საერთაშორისო შეთანხმებებზე ხელმოწერით; საზოგადოების ცნობიერების გაზრდა სოლიდარობის მნიშვნელობის შესახებ; დებატების ხელშეწყობა თუ როგორ შეიძლება მიღწეულ იქნეს სოლიდარობა; წახალისება ინიციატივების, რომელიც მიმართული იქნება სიღარიბის აღმოფხვრისკენს.”

ჩვენ მალე მოვინახულებთ ჩვენ თანატოლებს . მე მიყვარს ჩვენი კლასი და კიდევ უფრო საინტერესო დღეები გველოდება წინ . მომავალ შეხვედრამდე.
                  ნანუკა 




Комментариев нет:

Отправить комментарий