გვერდზე უბრალოდ პატარა კვლევასაც შემოგთავაზებთ , რომელიც დაადასტურებს ჩვენი ბლოგის სათაურის რეალობას . მრავალფეროვანია ჩვენი კლასი . მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვახერხებთ ერთმანეთთან ურთიერთობას .. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვუთხრათ ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია .
ჩვენი მიზანი
- შევძლოთ გიჩვენოთ როგორ ვითარდება დემოკრატიული ფასეულობები და ღირებულებები ჩვენი სწავლების პროცესში
- ვინ ვართ ჩვენ და რა აქტივობებს ვანხორციელებთ როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ, იმისათვის რომ მოხდეს ჩვენი ცნობიერების ამაღლება;
- ყოველთვის დავიცვათ პრინციპი ”ყველა განსხვავებული ყველა თაბასწორია” და რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება მოსწავლეობის პროცესში;
- გაგიზიაროთ ის გამოცდილება , რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს და დავიტოვოთ იმედი, რომ უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებთ სწავლების პროცესში ;
- თემში არსებული პრობლემების დანახვა და პრობლემის გადჭრისათვის მოძიებული გზები;
- არასოდეს არ გახდეს ჩვენი გაკვეტილები მოსაწყენი და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია , რომელიც წერია თეორიულად, განვახორციელოთ პრაქტიკაში, რათა ჩვენი ცოდნა გამოვიყენოთ ყოველდრიურ ცხოვრებაში;
- მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები და შევძლოთ თანამშრმლობა ყველა იმ ადამიანთან , ვინც დაინტერესებულია იმით, რომ აქტიურად ჩაერთოს დღევანდელ (ცოტა დაძაბულ) ცხოვრებაში , ასევე შევძლოთ იმ ადამიანების გააქტიურება , ვინც პასიურია ;
- გავერთიანდეთ ერთად სამოქალაქო განათლების კლუბში და ვითანამშრომლოთ სხვა სკოლის კლუბებთან, ასევე თემთან და საინტერესო ადამიანებთან ;
ჩვენი სკოლის მე-6 კლასელების ნახატი კონკურსიდან -საუკეთესო ნახატი ”ყველა განსხვავებული ყველა თანასწორია” |